მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ბი თი ქეი აი რეილვეის

hr.ge

შენობა-ნაგებობების სარემონტო და საექსპლუატაციო სამსახურის უფროსი

თბილისიბოლო ვადა 29 ნოე 2026
შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმო, რომელიც „ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას ახორციელებს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შენობა-ნაგებობების სარემონტო და საექსპლუატაციო სამსახურის უფროსი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა, გუნდის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობის მონიტორინგი და შენარჩუნება; შენობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტების დაგეგმვა, ორგანიზება და ზედამხედველობა; მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალი, გაზი, კანალიზაცია და სხვ.) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; კომუნალურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და დროული მოგვარება; შესაბამისი საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოების ბიუჯეტირებაში მონაწილეობა; სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შემსრულებელ კონტრაქტორებთან ურთიერთობა და მათი საქმიანობის კონტროლი; ტექნიკური დოკუმენტაციის, ანგარიშგებისა და შესაბამისი აღრიცხვის წარმოება; შრომის უსაფრთხოებისა და შესაბამისი ნორმატიული მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა; კომპანიის შესაბამის სამსახურებთან და გარე უწყებებთან (მუნიციპალიტეტი, კომუნალური სამსახურები და სხვ.) კოორდინირებული მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები განათლება: უმაღლესი განათლება სამშენებლო, სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურის ან მონათესავე მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი სასურველია). სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 5 წლის სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/საექსპლუატაციო მიმართულებით; მინიმუმ 2 წლის მენეჯერული/ხელმძღვანელი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; სასურველია გამოცდილება ინფრასტრუქტურული (მათ შორის, სარკინიგზო) პროექტების მართვაში. პროფესიული ცოდნა და უნარები: სამშენებლო ნორმებისა და წესების (სნიპ/ტექნიკური რეგლამენტები) ღრმა ცოდნა; შენობა-ნაგებობების ტექნიკური ექსპლუატაციისა და მიმდინარე რემონტების მართვის გამოცდილება; მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების (წყალმომარაგება, გაზმომარაგება, კანალიზაცია) სფეროს ცოდნა; პროექტების დაგეგმვისა და ბიუჯეტის მართვის უნარი; გუნდის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები; სამშენებლო სფეროში გამოყენებადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მაგ. AutoCAD და მსგავსი); ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი; სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი; მოქნილობა და მზადყოფნა მივლინებებისთვის. საბუთების წარმოდგენის წესი დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: t.logua@btki.ge NOTE: აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.