ბი თი ქეი აი რეილვეის
hr.geშენობა-ნაგებობების სარემონტო და საექსპლუატაციო სამსახურის უფროსი
თბილისიApply by 29 Nov 2026
შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმო, რომელიც „ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას ახორციელებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შენობა-ნაგებობების სარემონტო და საექსპლუატაციო სამსახურის უფროსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა, გუნდის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობის მონიტორინგი და შენარჩუნება;
შენობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტების დაგეგმვა, ორგანიზება და ზედამხედველობა;
მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალი, გაზი, კანალიზაცია და სხვ.) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
კომუნალურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და დროული მოგვარება;
შესაბამისი საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოების ბიუჯეტირებაში მონაწილეობა;
სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შემსრულებელ კონტრაქტორებთან ურთიერთობა და მათი საქმიანობის კონტროლი;
ტექნიკური დოკუმენტაციის, ანგარიშგებისა და შესაბამისი აღრიცხვის წარმოება;
შრომის უსაფრთხოებისა და შესაბამისი ნორმატიული მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
კომპანიის შესაბამის სამსახურებთან და გარე უწყებებთან (მუნიციპალიტეტი, კომუნალური სამსახურები და სხვ.) კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება:
უმაღლესი განათლება სამშენებლო, სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურის ან მონათესავე მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი სასურველია).
სამუშაო გამოცდილება:
მინიმუმ 5 წლის სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/საექსპლუატაციო მიმართულებით;
მინიმუმ 2 წლის მენეჯერული/ხელმძღვანელი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
სასურველია გამოცდილება ინფრასტრუქტურული (მათ შორის, სარკინიგზო) პროექტების მართვაში.
პროფესიული ცოდნა და უნარები:
სამშენებლო ნორმებისა და წესების (სნიპ/ტექნიკური რეგლამენტები) ღრმა ცოდნა;
შენობა-ნაგებობების ტექნიკური ექსპლუატაციისა და მიმდინარე რემონტების მართვის გამოცდილება;
მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების (წყალმომარაგება, გაზმომარაგება, კანალიზაცია) სფეროს ცოდნა;
პროექტების დაგეგმვისა და ბიუჯეტის მართვის უნარი;
გუნდის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
სამშენებლო სფეროში გამოყენებადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მაგ. AutoCAD და მსგავსი);
ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
მოქნილობა და მზადყოფნა მივლინებებისთვის.
საბუთების წარმოდგენის წესი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: t.logua@btki.ge
NOTE: აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
Source: hr.ge. Availability may change.