მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ვიანი - თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი

hr.ge

ინფექციის კონტროლის მედდა

თბილისიბოლო ვადა 29 ნოე 2026
სს „ვიანი“-თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს ინფქციის კონტროლის მედდის ვაკანსიას. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8 (იასნი-სამგორის რაიონი). სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღეში 8 სამუშაო საათი. ძირითადი მოვალეობები: კლინიკაში ინფექციის კონტროლის წესებისა და გაიდლაინების შესრულებაზე ყოველდღიური მონიტორინგი; სანიტარულ-ჰიგიენური პირობების ზედამხედველობა სტაციონარში; სტერილიზაციის პროცესების და სტერილური მასალების მართვის მხარდაჭერა; ინფექციური შემთხვევების აღრიცხვა და მონაცემების გადაცემა ინფექციის კონტროლის ჯგუფისთვის; პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარებაში მონაწილეობა და ინფორმაციის გაზიარება; ინფექციის კონტროლის აუდიტში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესიული ან უმაღლესი განათლება საექთნო მიმართულებით; მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კლინიკურ/საექთნო პოზიციაზე (უპირატესობა მიენიჭება ინფექციის კონტროლის მედდის გამოცდილებას); სტერილიზაციისა და ჰიგიენური ნორმების ცოდნა; პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტაცია და ეფექტური კომუნიკაცია. ჩვენი მხრიდან გთავაზობთ: ,,იმედი-L”-ის დაზღვევას; თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50 %-იან ფასდაკლებებს; ,,GPC“-ის და ,,ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს; ,,Fitpass”-ით სარგებლობის შესაძლებლობას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.