ვიანი - თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი
hr.geინფექციის კონტროლის მედდა
თბილისიApply by 29 Nov 2026
სს „ვიანი“-თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს ინფქციის კონტროლის მედდის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8 (იასნი-სამგორის რაიონი).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღეში 8 სამუშაო საათი.
ძირითადი მოვალეობები:
კლინიკაში ინფექციის კონტროლის წესებისა და გაიდლაინების შესრულებაზე ყოველდღიური მონიტორინგი;
სანიტარულ-ჰიგიენური პირობების ზედამხედველობა სტაციონარში;
სტერილიზაციის პროცესების და სტერილური მასალების მართვის მხარდაჭერა;
ინფექციური შემთხვევების აღრიცხვა და მონაცემების გადაცემა ინფექციის კონტროლის ჯგუფისთვის;
პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარებაში მონაწილეობა და ინფორმაციის გაზიარება;
ინფექციის კონტროლის აუდიტში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესიული ან უმაღლესი განათლება საექთნო მიმართულებით;
მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კლინიკურ/საექთნო პოზიციაზე (უპირატესობა მიენიჭება ინფექციის კონტროლის მედდის გამოცდილებას);
სტერილიზაციისა და ჰიგიენური ნორმების ცოდნა;
პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტაცია და ეფექტური კომუნიკაცია.
ჩვენი მხრიდან გთავაზობთ:
,,იმედი-L”-ის დაზღვევას;
თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50 %-იან ფასდაკლებებს;
,,GPC“-ის და ,,ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს;
,,Fitpass”-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
Source: hr.ge. Availability may change.