მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ბოუნდ სოლუშენს

hr.ge

IT მხარდაჭერის სპეციალისტი

თბილისიბოლო ვადა 28 ნოე 2026
ბოუნდ სოლუშენს აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის (IT Support) პოზიციაზე. ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00) მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი ძირითადი მოვალეობები: ვიდეოკამერებისა და ჩამწერი სისტემების კონფიგურაცია, მონიტორინგი და დიაგნოსტირება; საოფისე პროგრამების, ელექტრონული ფოსტის, პრინტერებისა და სკანერების ინსტალაცია და კონფიგურაცია; სასტუმროს პროგრამების (Opera, Micros, Simphony, MC) მხარდაჭერა, HRS-თან კომუნიკაცია და თიქეთების მართვა; მომხმარებლების ობიექტებზე პერიოდული პროფილაქტიკური ვიზიტების განხორციელება; სატელეფონო სადგურებისა და აპარატების კონფიგურაცია და დიაგნოსტირება; საკონფერენციო ოთახების აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტექნიკის შერჩევა, აწყობა და გამართვა; Helpdesk სისტემაში ინციდენტების რეგისტრაცია და თიქეთებზე დროული რეაგირება; მონიტორინგის სისტემის მართვა, მოწყობილობებისა და სენსორების კონფიგურაცია; Dashboard-ებისა და Alert-ების ადმინისტრირება; სერვერებისა და ფაილ-სანახების Offline ბექაფების აღება, აღდგენა და მონიტორინგი; ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები, Firewall-ები) კონფიგურაცია და ქსელის ოპტიმიზაცია; ინტერნეტ-პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაცია; სისტემის ლოგების შემოწმება, ანალიზი და პრობლემებზე დროული რეაგირება; საჭიროების შემთხვევაში ობიექტებზე კაბელის გაყვანა და ტექნიკის მონტაჟი; კრიტიკულ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით; კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელური მოწყობილობების კარგი ცოდნა; Helpdesk და მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ვიდეოკამერებისა და IT ინფრასტრუქტურის კონფიგურაციის/დიაგნოსტირების ცოდნა; ქსელური მოწყობილობების (Router, Switch, Firewall) კონფიგურაციის ცოდნა; ბექაფებისა და სისტემური ლოგების მართვის გამოცდილება; ტექნიკური პრობლემების სწრაფად დიაგნოსტირებისა და ოპერატიულად გადაჭრის უნარი; პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაციის გამოცდილება. დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.