ბოუნდ სოლუშენს
hr.geIT მხარდაჭერის სპეციალისტი
თბილისიApply by 28 Nov 2026
ბოუნდ სოლუშენს აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის (IT Support) პოზიციაზე.
ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
ძირითადი მოვალეობები:
ვიდეოკამერებისა და ჩამწერი სისტემების კონფიგურაცია, მონიტორინგი და დიაგნოსტირება;
საოფისე პროგრამების, ელექტრონული ფოსტის, პრინტერებისა და სკანერების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
სასტუმროს პროგრამების (Opera, Micros, Simphony, MC) მხარდაჭერა, HRS-თან კომუნიკაცია და თიქეთების მართვა;
მომხმარებლების ობიექტებზე პერიოდული პროფილაქტიკური ვიზიტების განხორციელება;
სატელეფონო სადგურებისა და აპარატების კონფიგურაცია და დიაგნოსტირება;
საკონფერენციო ოთახების აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტექნიკის შერჩევა, აწყობა და გამართვა;
Helpdesk სისტემაში ინციდენტების რეგისტრაცია და თიქეთებზე დროული რეაგირება;
მონიტორინგის სისტემის მართვა, მოწყობილობებისა და სენსორების კონფიგურაცია;
Dashboard-ებისა და Alert-ების ადმინისტრირება;
სერვერებისა და ფაილ-სანახების Offline ბექაფების აღება, აღდგენა და მონიტორინგი;
ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები, Firewall-ები) კონფიგურაცია და ქსელის ოპტიმიზაცია;
ინტერნეტ-პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაცია;
სისტემის ლოგების შემოწმება, ანალიზი და პრობლემებზე დროული რეაგირება;
საჭიროების შემთხვევაში ობიექტებზე კაბელის გაყვანა და ტექნიკის მონტაჟი;
კრიტიკულ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით;
კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელური მოწყობილობების კარგი ცოდნა;
Helpdesk და მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
ვიდეოკამერებისა და IT ინფრასტრუქტურის კონფიგურაციის/დიაგნოსტირების ცოდნა;
ქსელური მოწყობილობების (Router, Switch, Firewall) კონფიგურაციის ცოდნა;
ბექაფებისა და სისტემური ლოგების მართვის გამოცდილება;
ტექნიკური პრობლემების სწრაფად დიაგნოსტირებისა და ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაციის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
Source: hr.ge. Availability may change.