სანდომი
hr.geკორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - FMCG / B2B
თბილისიბოლო ვადა 28 ნოე 2026
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრულიად საქართველოს მასშტაბით.
შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი" - მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია: მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს „ვასაძის პურის“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (FMCG / B2B)
ძირითადი მოვალეობები:
FMCG (სწრაფად მოხმარებადი კვების პროდუქტების) სექტორში B2B და კორპორატიული კლიენტების (ქსელური ობიექტები, მსხვილი კომპანიები, სადისტრიბუციო/საბითუმო პარტნიორები) მოზიდვა და მართვა;
არსებულ კორპორატიულ პარტნიორებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული თანამშრომლობის შენარჩუნება და გაყიდვების მოცულობის გაზრდა;
პროდუქციის პრეზენტაციების მომზადება, კომერციული წინადადებების შემუშავება და მოლაპარაკებების წარმართვა;
გაყიდვების ინდივიდუალური და გუნდური გეგმის შესრულება, პროგნოზირება და მუდმივი მონიტორინგი;
FMCG ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და ფასწარმოქმნის ანალიზი;
პროდუქციის ასორტიმენტის სწორი როტაციისა და ობიექტებზე წარმოდგენადობის (მერჩენდაიზინგის სტანდარტების) კონტროლი;
შეკვეთების მიღების, მიწოდებისა და ლოჯისტიკური ჯაჭვის ეფექტური მართვა;
დებიტორული დავალიანებების მართვა, ხელშეკრულებების გაფორმება და გაყიდვების დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება FMCG სექტორში, B2B ან კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით (სასურველია კვების პროდუქტების სფეროში);
FMCG ბაზრისა და სადისტრიბუციო ქსელების სპეციფიკის კარგი ცოდნა;
ეფექტური მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და დარწმუნების მაღალი უნარი;
ანალიტიკური აზროვნება, ციფრებთან მუშაობისა და გაყიდვების დაგეგმვის უნარი;
შედეგზე ორიენტირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
B კატეგორიის მართვის მოწმობა (მართვის გამოცდილებით);
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) ცოდნა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი
ოფისის მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული განაკვეთი)
ანაზღაურება: შეთანხმებით
ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/oyofvICc
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.