Skip to main content
Back to all jobs

სანდომი

hr.ge

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - FMCG / B2B

თბილისიApply by 28 Nov 2026
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრულიად საქართველოს მასშტაბით. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი" - მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია: მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა. შპს „ვასაძის პურის“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (FMCG / B2B) ძირითადი მოვალეობები: FMCG (სწრაფად მოხმარებადი კვების პროდუქტების) სექტორში B2B და კორპორატიული კლიენტების (ქსელური ობიექტები, მსხვილი კომპანიები, სადისტრიბუციო/საბითუმო პარტნიორები) მოზიდვა და მართვა; არსებულ კორპორატიულ პარტნიორებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული თანამშრომლობის შენარჩუნება და გაყიდვების მოცულობის გაზრდა; პროდუქციის პრეზენტაციების მომზადება, კომერციული წინადადებების შემუშავება და მოლაპარაკებების წარმართვა; გაყიდვების ინდივიდუალური და გუნდური გეგმის შესრულება, პროგნოზირება და მუდმივი მონიტორინგი; FMCG ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და ფასწარმოქმნის ანალიზი; პროდუქციის ასორტიმენტის სწორი როტაციისა და ობიექტებზე წარმოდგენადობის (მერჩენდაიზინგის სტანდარტების) კონტროლი; შეკვეთების მიღების, მიწოდებისა და ლოჯისტიკური ჯაჭვის ეფექტური მართვა; დებიტორული დავალიანებების მართვა, ხელშეკრულებების გაფორმება და გაყიდვების დოკუმენტაციის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება FMCG სექტორში, B2B ან კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით (სასურველია კვების პროდუქტების სფეროში); FMCG ბაზრისა და სადისტრიბუციო ქსელების სპეციფიკის კარგი ცოდნა; ეფექტური მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და დარწმუნების მაღალი უნარი; ანალიტიკური აზროვნება, ციფრებთან მუშაობისა და გაყიდვების დაგეგმვის უნარი; შედეგზე ორიენტირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; B კატეგორიის მართვის მოწმობა (მართვის გამოცდილებით); საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) ცოდნა. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი ოფისის მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული განაკვეთი) ანაზღაურება: შეთანხმებით ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/oyofvICc გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

Source: hr.ge. Availability may change.