მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი

hr.ge

საწყობის მენეჯერი

თბილისიბოლო ვადა 28 ნოე 2026
შ.პ.ს. "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. მდებარეობა: ქ. თბილისი; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით; მოვალეობები: საწყობის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა; პროდუქციის მიღების, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესების კონტროლი; საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი; შესაბამისი დოკუმენტაციის,მათ შორის შესყიდული პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტებისა და გასავლის ფაქტურის რეესტრის წარმოება; პროდუქციის დანაკლისისა და ზედმეტობის პრევენცია; საწყობის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია; მატერიალური ფასეულობებისა და სხვა ინვენტარის თანამშრომლებზე გაცემა მოთხოვნის შესაბამისად; მატერიალურ -ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა და მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა; დისტრიბუციის პროცესში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი. ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა საჭიროებისამებრ; ხელმძღვანელობისათვის ანგარიშის წარდგენა მოთხოვნისამებრ; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; საწყობის მართვის პროცესების ცოდნა; საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel) სასურველია; სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდური მუშაობისა და მართვის უნარი. უნარ-ჩვევები: შრომისმოყვარე; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ენერგიული; პუნქტუალური; დეტალებზე ორიენტირებული. ჩვენ გთავაზობთ: განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას; საბონუსე სისტემას; საწვავით უზრუნველყოფას; ულიმიტო სასაუბროს; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: oldkakheti@ktw.ge შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „საწყობის მენეჯერი’’. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, კომპანიის მხრიდან დამუშავებული და დაარქივებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისად.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.