სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
hr.geსაწყობის მენეჯერი
თბილისიApply by 28 Nov 2026
შ.პ.ს. "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;
მოვალეობები:
საწყობის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
პროდუქციის მიღების, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესების კონტროლი;
საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
შესაბამისი დოკუმენტაციის,მათ შორის შესყიდული პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტებისა და გასავლის ფაქტურის რეესტრის წარმოება;
პროდუქციის დანაკლისისა და ზედმეტობის პრევენცია;
საწყობის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია;
მატერიალური ფასეულობებისა და სხვა ინვენტარის თანამშრომლებზე გაცემა მოთხოვნის შესაბამისად;
მატერიალურ -ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა და მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა;
დისტრიბუციის პროცესში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი.
ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა საჭიროებისამებრ;
ხელმძღვანელობისათვის ანგარიშის წარდგენა მოთხოვნისამებრ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
საწყობის მართვის პროცესების ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel) სასურველია;
სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გუნდური მუშაობისა და მართვის უნარი.
უნარ-ჩვევები:
შრომისმოყვარე;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ენერგიული;
პუნქტუალური;
დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
საბონუსე სისტემას;
საწვავით უზრუნველყოფას;
ულიმიტო სასაუბროს;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: oldkakheti@ktw.ge
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „საწყობის მენეჯერი’’.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, კომპანიის მხრიდან დამუშავებული და დაარქივებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისად.
Source: hr.ge. Availability may change.