მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

DHL

hr.ge

კურიერი

თბილისიბოლო ვადა 28 ნოე 2026
DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს“ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისში. თუ ხარ პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და გიყვარს დინამიკურ გარემოში მუშაობა — შემოგვიერთდი DHL-ის გუნდში! რას გთავაზობთ? ფიქსირებული ხელფასი — 1,400 ლარი + გამომუშავებაზე დამოკიდებული ბონუსი სამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფა კომპანიის ავტომობილი დაზღვეულია ულიმიტო სასაუბრო პაკეტი სამუშაო მობილურ ნომერზე ჯანმრთელობის დაზღვევა სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ორშაბათი–პარასკევი: 09:30–18:30 შაბათი: 10:00–14:00 (მცოცავი) სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, კლინიკა „ვივამედის“ მიმდებარე ტერიტორია ძირითადი მოვალეობები: საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის; ჩამოსული ამანათების დახარისხება; მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა; ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება; ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება; კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა; გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან. კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კოლეჯი ან უმაღლესი განათლება; სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება; მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად); სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა; სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება; სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია: პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა; დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებულობა; სწრაფად სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.