DHL
hr.geკურიერი
თბილისიApply by 28 Nov 2026
DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს“ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისში.
თუ ხარ პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და გიყვარს დინამიკურ გარემოში მუშაობა — შემოგვიერთდი DHL-ის გუნდში!
რას გთავაზობთ?
ფიქსირებული ხელფასი — 1,400 ლარი + გამომუშავებაზე დამოკიდებული ბონუსი
სამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფა
კომპანიის ავტომობილი დაზღვეულია
ულიმიტო სასაუბრო პაკეტი სამუშაო მობილურ ნომერზე
ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ორშაბათი–პარასკევი: 09:30–18:30
შაბათი: 10:00–14:00 (მცოცავი)
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, კლინიკა „ვივამედის“ მიმდებარე ტერიტორია
ძირითადი მოვალეობები:
საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
ჩამოსული ამანათების დახარისხება;
მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა;
ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება;
ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება;
კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა;
გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან.
კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება;
მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;
სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა;
დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
სწრაფად სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
Source: hr.ge. Availability may change.