მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

SMOTORS

hr.ge

საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელი

თბილისიბოლო ვადა 27 ნოე 2026
კომპანიის შესახებ: კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/ "SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია! კომპანია "სმოტორს"- ი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელი სამუშაო მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 (ვარკეთილი) სამუშაო გრაფიკი: სრული. სამუშაოს მოკლე აღწერა: კომპანიის ავტონაწილების მაღაზიების ქსელის მართვა, გაყიდვების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და ახალი ბაზრების ათვისების პერსპექტივების დასახვა. გაყიდვების წლიური და კვარტალური გეგმების (KPI-ების) შედგენა, მართვა და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; პორტფელის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება. ავტონაწილების ბაზრის პოტენციალის შესწავლა, პროდუქციის გაყიდვების ანალიზი, კონკურენტული გარემოს მონიტორინგი და საფასო პოლიტიკის ოპტიმიზაცია. საცალო მომხმარებლისთვის მიმზიდველი შეთავაზებების/კამპანიების ინიცირება (მარკეტინგთან ერთად) და მათი კომერციული ეფექტიანობის გაზრდა. საცალო ქსელში მომსახურების პროცესის/სერვისების მუდმივი გაუმჯობესება, ახალი იდეების გენერირება და მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის შენარჩუნება. მომხმარებელთა მხრიდან წამოსული კომპლექსური მოთხოვნების/პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან (შესყიდვები, ლოგისტიკა, საწყობი) კოორდინაცია და მათი დროული, სისტემური მოგვარების მონიტორინგი. მაღაზიების ქსელის თანამშრომლების (მენეჯერები, კონსულტანტები) შერჩევის, ადაპტაციისა და მუდმივი მომზადება/მოტივირების პროცესის ხელმძღვანელობა; ძლიერი და შედეგზე ორიენტირებული გუნდის ჩამოყალიბება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით სავალდებულოა მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვების ქსელის მართვის ან ხელმძღვანელ პოზიციაზე (ავტონაწილების, ტექნიკური ან მსგავსი პროდუქციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად). გაყიდვების გუნდის მართვის, მოტივირებისა და განვითარების გამოცდილება. ბიზნეს მაჩვენებლების (KPI-ების, ბიუჯეტირების, ფინანსური რეპორტების ანალიზის უნარი. სასურველია ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა. პიროვნული თვისებები: ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები. სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება. ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მართვის უნარი. მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი. ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტუნარიანი სახელფასო რეინჯს + ბონუსები. მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება. კომპანია „ეს მოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.