SMOTORS
hr.geსაცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელი
თბილისიApply by 27 Nov 2026
კომპანიის შესახებ:
კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
კომპანია "სმოტორს"- ი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელი
სამუშაო მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაოს მოკლე აღწერა:
კომპანიის ავტონაწილების მაღაზიების ქსელის მართვა, გაყიდვების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და ახალი ბაზრების ათვისების პერსპექტივების დასახვა.
გაყიდვების წლიური და კვარტალური გეგმების (KPI-ების) შედგენა, მართვა და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; პორტფელის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება.
ავტონაწილების ბაზრის პოტენციალის შესწავლა, პროდუქციის გაყიდვების ანალიზი, კონკურენტული გარემოს მონიტორინგი და საფასო პოლიტიკის ოპტიმიზაცია.
საცალო მომხმარებლისთვის მიმზიდველი შეთავაზებების/კამპანიების ინიცირება (მარკეტინგთან ერთად) და მათი კომერციული ეფექტიანობის გაზრდა.
საცალო ქსელში მომსახურების პროცესის/სერვისების მუდმივი გაუმჯობესება, ახალი იდეების გენერირება და მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის შენარჩუნება.
მომხმარებელთა მხრიდან წამოსული კომპლექსური მოთხოვნების/პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან (შესყიდვები, ლოგისტიკა, საწყობი) კოორდინაცია და მათი დროული, სისტემური მოგვარების მონიტორინგი.
მაღაზიების ქსელის თანამშრომლების (მენეჯერები, კონსულტანტები) შერჩევის, ადაპტაციისა და მუდმივი მომზადება/მოტივირების პროცესის ხელმძღვანელობა; ძლიერი და შედეგზე ორიენტირებული გუნდის ჩამოყალიბება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით
სავალდებულოა მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვების ქსელის მართვის ან ხელმძღვანელ პოზიციაზე (ავტონაწილების, ტექნიკური ან მსგავსი პროდუქციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად).
გაყიდვების გუნდის მართვის, მოტივირებისა და განვითარების გამოცდილება.
ბიზნეს მაჩვენებლების (KPI-ების, ბიუჯეტირების, ფინანსური რეპორტების ანალიზის უნარი.
სასურველია ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები.
სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება.
ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
კონკურენტუნარიანი სახელფასო რეინჯს + ბონუსები.
მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია „ეს მოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
Source: hr.ge. Availability may change.