მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

სკაპი

hr.ge

კორპორატიული იურისტი

თბილისიბოლო ვადა 27 ნოე 2026
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული იურისტის პოზიციაზე ქ. თბილისში. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და კონტრაქტორებთან კოორდინაცია; ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი, რისკების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების მომზადება; საგადასახადო საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; კომპანიაში მიმდინარე პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა; კვარტლური, წლიური და ერთჯერადი სამართლებრივი ანგარიშების მომზადება; კორპორატიული დოკუმენტაციის (ოქმები, რეგისტრაციები, ცვლილებების შეტანა) მომზადება და მართვა; კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებში საჭიროების მიხედვით; არსებული ხელშეკრულებების არქივაცია, აღრიცხვა და მართვა; საჭიროებიდან გამომდინარე, იურიდიული მხარდაჭერა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამართლის ბაკალავრის ხარისხი (სამაგისტრო განათლება ჩაითვლება უპირატესობად); მინიმუმ 1–3 წლიანი გამოცდილება კორპორატიული/სამართლებრივი მიმართულებით; ხელშეკრულებების სამართლის, შრომითი სამართლისა და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცოდნა; საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა; ინფორმაციის ანალიზისა და რისკების შეფასების უნარი. სხვა მოთხოვნები: დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა; სისხარტე მუშაობაში; სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად; დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია ლინკზე https://scapp.selfrecruit.ge/s/HJP57 ან/და ატვირთოთ რეზიუმე (CV) წარმატებებს გისურვებთ!

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.