სკაპი
hr.geკორპორატიული იურისტი
თბილისიApply by 27 Nov 2026
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული იურისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და კონტრაქტორებთან კოორდინაცია;
ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი, რისკების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების მომზადება;
საგადასახადო საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
კომპანიაში მიმდინარე პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა;
კვარტლური, წლიური და ერთჯერადი სამართლებრივი ანგარიშების მომზადება;
კორპორატიული დოკუმენტაციის (ოქმები, რეგისტრაციები, ცვლილებების შეტანა) მომზადება და მართვა;
კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებში საჭიროების მიხედვით;
არსებული ხელშეკრულებების არქივაცია, აღრიცხვა და მართვა;
საჭიროებიდან გამომდინარე, იურიდიული მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამართლის ბაკალავრის ხარისხი (სამაგისტრო განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
მინიმუმ 1–3 წლიანი გამოცდილება კორპორატიული/სამართლებრივი მიმართულებით;
ხელშეკრულებების სამართლის, შრომითი სამართლისა და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცოდნა;
საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
ინფორმაციის ანალიზისა და რისკების შეფასების უნარი.
სხვა მოთხოვნები:
დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
სისხარტე მუშაობაში;
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია ლინკზე https://scapp.selfrecruit.ge/s/HJP57 ან/და ატვირთოთ რეზიუმე (CV)
წარმატებებს გისურვებთ!
Source: hr.ge. Availability may change.