სადაზღვევო კომპანია ალფა
hr.geბუღალტერი
თბილისიბოლო ვადა 27 ნოე 2026
ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №16
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
საბანკო ამონაწერების დამუშავება და პროგრამული აღრიცხვა;
შეძენილი საქონლის/მომსახურების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე;
მცირეფასიანი საქონლის ნაშთის სასაწყობე პროგრამასთან შესაბამისობის კონტროლი, ყოველი თვის ბოლოს გახარჯული საქონლის ჩამოწერა;
კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილების საწვავის ნაშთის აღწერა/კონტროლი, გამოყენებული საწვავის ჩამოწერა აქტის საფუძველზე;
საქვეანგარიშო თანხების კონტროლი;
ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში ჩართულობა საჭიროების მიხედვით;
უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
ბუღალტრად მუშაობის მინ. 2 წლიანი და სადაზღვევო სფეროში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
სასურველია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება;
Microsoft Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დროის ეფექტური მართვის უნარი;
სისწრაფე და ოპერატიულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.