Skip to main content
Back to all jobs

სადაზღვევო კომპანია ალფა

hr.ge

ბუღალტერი

თბილისიApply by 27 Nov 2026
ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №16 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ ძირითადი მოვალეობები: კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია; საბანკო ამონაწერების დამუშავება და პროგრამული აღრიცხვა; შეძენილი საქონლის/მომსახურების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე; მცირეფასიანი საქონლის ნაშთის სასაწყობე პროგრამასთან შესაბამისობის კონტროლი, ყოველი თვის ბოლოს გახარჯული საქონლის ჩამოწერა; კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილების საწვავის ნაშთის აღწერა/კონტროლი, გამოყენებული საწვავის ჩამოწერა აქტის საფუძველზე; საქვეანგარიშო თანხების კონტროლი; ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში ჩართულობა საჭიროების მიხედვით; უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით); ბუღალტრად მუშაობის მინ. 2 წლიანი და სადაზღვევო სფეროში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება; საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა; სასურველია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება; Microsoft Office პროგრამების ცოდნა. პიროვნული თვისებები და უნარები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; დროის ეფექტური მართვის უნარი; სისწრაფე და ოპერატიულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

Source: hr.ge. Availability may change.