მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ჰიპერმარკეტი Domino

hr.ge

ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თბილისიბოლო ვადა 26 ნოე 2026
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე დიღმის ფილიალში. ძირითადი მოვალეობები: ტექნიკური სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; კომპანიის საკუთრებაში მყოფი მოძრავი ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა; საინჟინრო სისტემების (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, ელექტრობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია) სამონტაჟო და ტექნიკური სამუშაოების ზედამხედველობა; ავარიული სიტუაციების შემთხვევაში მყისიერი ღონისძიებების გატარების ორგანიზება; ტექნიკური სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი; დირექტორის მხრიდან სხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით; მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში; საოფისე პროგრამების ცოდნა; დროის მენეჯმენტი და გუნდის მართვის უნარი; საქმიანობის პრიორიტეტულობის მიხედვით დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; მოქნილობა და ოპერატიულობა; მაღალი კორპორატიული კულტურა; ჩვენ გთავაზობთ: გრაფიკი: 5 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება; სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო). FitPass; თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xMF9Uzhe

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.