ჰიპერმარკეტი Domino
hr.geტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თბილისიApply by 26 Nov 2026
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
ტექნიკური სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
კომპანიის საკუთრებაში მყოფი მოძრავი ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა;
საინჟინრო სისტემების (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, ელექტრობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია) სამონტაჟო და ტექნიკური სამუშაოების ზედამხედველობა;
ავარიული სიტუაციების შემთხვევაში მყისიერი ღონისძიებების გატარების ორგანიზება;
ტექნიკური სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
დირექტორის მხრიდან სხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით;
მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
დროის მენეჯმენტი და გუნდის მართვის უნარი;
საქმიანობის პრიორიტეტულობის მიხედვით დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
მოქნილობა და ოპერატიულობა;
მაღალი კორპორატიული კულტურა;
ჩვენ გთავაზობთ:
გრაფიკი: 5 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება;
სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
FitPass;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xMF9Uzhe
Source: hr.ge. Availability may change.