მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

სანდომი

hr.ge

HoReCa ბიზნესის განვითარების მენეჯერი

თბილისიბოლო ვადა 26 ნოე 2026
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრულიად საქართველოს მასშტაბით. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა. საკონდიტრო კომპანია ,,სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HoReCa ბიზნესის განვითარების მენეჯერი სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონი ოფისის მსამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული) ანაზღაურება: 2000-2500 ფიქსირებული + ყოველთვიური გეგმასთან მიბმული ბონუსი ფუნქცია/მოვალეობები HORECA მიმართულების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; HORECA ბაზრის კვლევა, პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება და ბაზრის შესაძლებლობების შეფასება; კომერციული შეთავაზებების მომზადება და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება; გაყიდვების გეგმების შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა; ახალი პროდუქტების დანერგვისა და ბაზარზე პოზიციონირების პროცესში მონაწილეობა; კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი; დებიტორული დავალიანებების კონტროლი და გადახდების დროული უზრუნველყოფა; გაყიდვების შედეგების ანალიზი და რეგულარული ანგარიშგების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში HORECA მიმართულების გუნდის ჩამოყალიბებასა და მართვაში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით; მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში; აუცილებელია HoReCa სექტორში და FMCG მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; გაყიდვების დაგეგმვისა და ბიზნესის განვითარების პრაქტიკული გამოცდილება; მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და ურთიერთობის მართვის ძლიერი უნარები; შედეგზე ორიენტირებული და ანალიტიკური აზროვნება; MS Office პროგრამების ცოდნა; B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება. პიროვნული თვისებები აქტიური; მოლაპარაკების წარმოების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია; ორგანიზებული და მოწესრიგებული; შედეგზე ორიენტირებული; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ჩვენ გთავაზობთ: მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას; განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას; ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/KklJ8QUc

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.