სანდომი
hr.geHoReCa ბიზნესის განვითარების მენეჯერი
თბილისიApply by 26 Nov 2026
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრულიად საქართველოს მასშტაბით.
შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
საკონდიტრო კომპანია ,,სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HoReCa ბიზნესის განვითარების მენეჯერი
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონი
ოფისის მსამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული)
ანაზღაურება: 2000-2500 ფიქსირებული + ყოველთვიური გეგმასთან მიბმული ბონუსი
ფუნქცია/მოვალეობები
HORECA მიმართულების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
HORECA ბაზრის კვლევა, პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება და ბაზრის შესაძლებლობების შეფასება;
კომერციული შეთავაზებების მომზადება და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება;
გაყიდვების გეგმების შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
ახალი პროდუქტების დანერგვისა და ბაზარზე პოზიციონირების პროცესში მონაწილეობა;
კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
დებიტორული დავალიანებების კონტროლი და გადახდების დროული უზრუნველყოფა;
გაყიდვების შედეგების ანალიზი და რეგულარული ანგარიშგების მომზადება;
საჭიროების შემთხვევაში HORECA მიმართულების გუნდის ჩამოყალიბებასა და მართვაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით;
მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
აუცილებელია HoReCa სექტორში და FMCG მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
გაყიდვების დაგეგმვისა და ბიზნესის განვითარების პრაქტიკული გამოცდილება;
მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და ურთიერთობის მართვის ძლიერი უნარები;
შედეგზე ორიენტირებული და ანალიტიკური აზროვნება;
MS Office პროგრამების ცოდნა;
B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები
აქტიური;
მოლაპარაკების წარმოების უნარი;
დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
ორგანიზებული და მოწესრიგებული;
შედეგზე ორიენტირებული;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/KklJ8QUc
Source: hr.ge. Availability may change.