მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

სანდომი

hr.ge

გაყიდვების ხელმძღვანელი TT მიმართულებით

საქართველოს მაშტაბით · თბილისიბოლო ვადა 26 ნოე 2026
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასვე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. საყოველთაო რანჟირების შედეგად " პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება" -შ.პ.ს ვასაძის პურს და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის" , როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება,- მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -სააერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა. საკონდიტრო კომპანია ,,სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების ხელმძღვანელი TT (ტრადიციული ობიექტების) მიმართულებით. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონი ოფისის მსამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი ანაზღაურება: 3000 ლარიდან + ბონუსი (გამოსაცდელი ვადის შემდეგ) ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია. ფუნქცია/მოვალეობები გაყიდვების დინამიკური ზრდა; გაყიდვების მონიტორინგი და დისტრიბუციის მართვა; გეგმების შესრულების კონტორილი; თანხის ამოღების კონტროლო; დაბრუნებების კონტროლი; პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება; პარტნიორებთან შეთანხმების შესრულების მონიტორინგი; პოტენციური ახალი მომხმარებლების მოძიება ან ახალი არხების მოძიება; ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება; აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება, ვისაც Food and Beverage მიმართულებით ექნება გაყიდვების სფეროში გამოცდილება); გეგმებთან მუშაობის გამოცდილება; სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა; Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა. პიროვნული თვისებები აქტიური; მოლაპარაკების წარმოების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია; ორგანიზებული და მოწესრიგებული; შედეგზე ორიენტირებული; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ჩვენ გთავაზობთ: მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას; განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას; ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/CtFIUWq

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.