სანდომი
hr.geგაყიდვების ხელმძღვანელი TT მიმართულებით
საქართველოს მაშტაბით · თბილისიApply by 26 Nov 2026
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასვე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად " პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება" -შ.პ.ს ვასაძის პურს და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის.
"სანდომის" , როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება,- მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -სააერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
საკონდიტრო კომპანია ,,სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების ხელმძღვანელი TT (ტრადიციული ობიექტების) მიმართულებით.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონი
ოფისის მსამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 3000 ლარიდან + ბონუსი (გამოსაცდელი ვადის შემდეგ)
ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია.
ფუნქცია/მოვალეობები
გაყიდვების დინამიკური ზრდა;
გაყიდვების მონიტორინგი და დისტრიბუციის მართვა;
გეგმების შესრულების კონტორილი;
თანხის ამოღების კონტროლო;
დაბრუნებების კონტროლი;
პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
პარტნიორებთან შეთანხმების შესრულების მონიტორინგი;
პოტენციური ახალი მომხმარებლების მოძიება ან ახალი არხების მოძიება;
ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უმაღლესი განათლება;
აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება, ვისაც Food and Beverage მიმართულებით ექნება გაყიდვების სფეროში გამოცდილება);
გეგმებთან მუშაობის გამოცდილება;
სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები
აქტიური;
მოლაპარაკების წარმოების უნარი;
დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
ორგანიზებული და მოწესრიგებული;
შედეგზე ორიენტირებული;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/CtFIUWq
Source: hr.ge. Availability may change.