მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

Wishlist.ge

hr.ge

გაყიდვების კონსულტანტი

თბილისიბოლო ვადა 25 ნოე 2026
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“ აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების კონსულტანტის“ პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, თბილისი მოლი, ცინცაძე და ვაჟა ფშაველას სითი მოლი ფუნქცია/მოვალეობები: მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება; სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება; ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციების მოწესრიგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაო პირობები: ანაზღაურება: 1000 ლარი + დამატებითი ბონუსი ინდივიდუალური გაყიდვების შედეგებით. სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში; სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში. მზარდი ანაზღაურების სისტემა; ჯანმრთელობის დაზღვევა; Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის; ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით. გისურვებთ წარმატებებს!

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.