Wishlist.ge
hr.geგაყიდვების კონსულტანტი
თბილისიApply by 25 Nov 2026
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“ აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების კონსულტანტის“ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თბილისი მოლი, ცინცაძე და ვაჟა ფშაველას სითი მოლი
ფუნქცია/მოვალეობები:
მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება;
ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციების მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 1000 ლარი + დამატებითი ბონუსი ინდივიდუალური გაყიდვების შედეგებით.
სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში;
სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში.
მზარდი ანაზღაურების სისტემა;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
Source: hr.ge. Availability may change.