მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

I'm Georgia

hr.ge

ივრითულენოვანი შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი

თბილისიბოლო ვადა 25 ნოე 2026
ტურისტული კომპანია I`m Georgia ეძებს ივრითულენოვან შემომყვან ტურიზმის მენეჯერს. ვეძებთ პასუხისმგებელ, დეტალებზე ორიენტირებულ და ტურიზმით გატაცებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ისრაელიდან სტუმრებისთვის დაუვიწყარი ტურის შექმნაში საქართველოში. სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები: კვირა – ხუთშაბათი; სამუშაო საათები: 10:00 – 18:00; დასვენების დღეები: პარასკევი და შაბათი. მოვალეობები: ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვა; ივრითულენოვან კლიენტებთან კომუნიკაცია ებრაულ ენაზე - საწყისი ეტაპიდან ტურის დასრულებამდე; ლოჯისტიკის, სასტუმროების, ექსკურსიებისა და ტრანსფერების კოორდინაცია; ჯავშნების მართვა, ვაუჩერებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება; გიდებთან, პარტნიორებთან და ადგილობრივ მომსახურე სტრუქტურებთან კომუნიკაცია; კლიენტების მხარდაჭერა ტურისტული მოგზაურობის განმავლობაში. მოთხოვნები: ებრაული და ქართული ენების თავისუფლად ფლობა; ორგანიზებულობა, კლიენტზე ორიენტირებულობა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ტურიზმის სფეროში გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა გამოცდილების მქონე კანდიდატები იქნებიან პრიორიტეტული. ჩვენ გთავაზობთ: მუშაობას პროფესიონალების მეგობრულ გუნდში; სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; შესაძლებლობას, შექმნათ მაღალი ხარისხის, უნიკალური ტურისტული პროდუქტები; კონკურენტულ ხელფასსა და ბონუსების სისტემას; გრაფიკს, რომელიც ემთხვევა ისრაელის სამუშაო კვირას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: info@iamgeorgia.com.ge წერილის თემაში მიუთითეთ: „ივრითულენოვანი შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი“.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.