I'm Georgia
hr.geივრითულენოვანი შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი
თბილისიApply by 25 Nov 2026
ტურისტული კომპანია I`m Georgia ეძებს ივრითულენოვან შემომყვან ტურიზმის მენეჯერს.
ვეძებთ პასუხისმგებელ, დეტალებზე ორიენტირებულ და ტურიზმით გატაცებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ისრაელიდან სტუმრებისთვის დაუვიწყარი ტურის შექმნაში საქართველოში.
სამუშაო გრაფიკი:
სამუშაო დღეები: კვირა – ხუთშაბათი;
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00;
დასვენების დღეები: პარასკევი და შაბათი.
მოვალეობები:
ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვა;
ივრითულენოვან კლიენტებთან კომუნიკაცია ებრაულ ენაზე - საწყისი ეტაპიდან ტურის დასრულებამდე;
ლოჯისტიკის, სასტუმროების, ექსკურსიებისა და ტრანსფერების კოორდინაცია;
ჯავშნების მართვა, ვაუჩერებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
გიდებთან, პარტნიორებთან და ადგილობრივ მომსახურე სტრუქტურებთან კომუნიკაცია;
კლიენტების მხარდაჭერა ტურისტული მოგზაურობის განმავლობაში.
მოთხოვნები:
ებრაული და ქართული ენების თავისუფლად ფლობა;
ორგანიზებულობა, კლიენტზე ორიენტირებულობა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
ტურიზმის სფეროში გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა გამოცდილების მქონე კანდიდატები იქნებიან პრიორიტეტული.
ჩვენ გთავაზობთ:
მუშაობას პროფესიონალების მეგობრულ გუნდში;
სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
შესაძლებლობას, შექმნათ მაღალი ხარისხის, უნიკალური ტურისტული პროდუქტები;
კონკურენტულ ხელფასსა და ბონუსების სისტემას;
გრაფიკს, რომელიც ემთხვევა ისრაელის სამუშაო კვირას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: info@iamgeorgia.com.ge
წერილის თემაში მიუთითეთ: „ივრითულენოვანი შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი“.
Source: hr.ge. Availability may change.