მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

რეგიონალ ექსპრეს აუტო

hr.ge

გაყიდვების უფროსი მენეჯერი

თბილისიბოლო ვადა 24 ნოე 2026
Rex / Regional Express Auto აცხადებს ვაკანსიას — გაყიდვების უფროსი მენეჯერი - Senior Sales Manager. ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ და გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვაზე, გუნდის განვითარებასა და კომპანიის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანაზე. ძირითადი მოვალეობები: გაყიდვების პროცესის ორგანიზება და მართვა; პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება; კლიენტებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება; გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა; გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და დასახული მიზნების შესრულებაზე ზრუნვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; მაღალი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი; ავტომობილების სფეროს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ფიქსირებულ ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას; პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი კომპანიის მნიშვნელოვანი გუნდის წევრი. სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. №145 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00 დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: saliberelidze@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995599560286 თუ გაქვთ გაყიდვების სფეროში გამოცდილება, გიყვართ გამოწვევები და ორიენტირებული ხართ რეალურ შედეგებზე, გელოდებით ჩვენს გუნდში!

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.