რეგიონალ ექსპრეს აუტო
hr.geგაყიდვების უფროსი მენეჯერი
თბილისიApply by 24 Nov 2026
Rex / Regional Express Auto აცხადებს ვაკანსიას — გაყიდვების უფროსი მენეჯერი - Senior Sales Manager.
ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ და გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვაზე, გუნდის განვითარებასა და კომპანიის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანაზე.
ძირითადი მოვალეობები:
გაყიდვების პროცესის ორგანიზება და მართვა;
პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
კლიენტებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება;
გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა;
გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და დასახული მიზნების შესრულებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
მაღალი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
ავტომობილების სფეროს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
ფიქსირებულ ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას;
პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი კომპანიის მნიშვნელოვანი გუნდის წევრი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. №145
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: saliberelidze@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995599560286
თუ გაქვთ გაყიდვების სფეროში გამოცდილება, გიყვართ გამოწვევები და ორიენტირებული ხართ რეალურ შედეგებზე, გელოდებით ჩვენს გუნდში!
Source: hr.ge. Availability may change.