Midea
hr.geმაღაზიის მენეჯერის ასისტენტი
ბათუმიბოლო ვადა 24 ნოე 2026
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „მაღაზიის მენეჯერის ასისტენტის“ პოზიციაზე ბათუმში
ფუნქცია-მოვალეობები:
შოურუმის თანამშრომელთა მართვა, მათი სამუშაო პროცესის მართვა და გრაფიკების კონტროლი.
კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; კონსულტანტებისთვის კომპანიის სტანდარტების და რეგულაციების გაცნობა; კონსულტანტების მიერ, სამუშაო პროცესში სწორი კონსულტირების მონიტორინგი და რეაგირება;
შოურუმის ინტერიერში წესრიგის კონტროლი;
შოურუმში პროდუქციის მერჩანდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა;
შიდა აღწერების უზრუნველყოფა, ყოველთვიური ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა/კოორდინირება; ინვენტარიზაციის შედეგების ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება;
კლიენტებისთვის თანხის დაბრუნების პროცესში კლიენტის დახმარება განაცხადის შევსების პროცესში და შევსებული განცხადების ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება;
აქციების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი დამუშავება, კონსულტანტებისთვის მიწოდება;
ვალდებულია სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას საშეღავათო ბარათების პროცენტული სარგებლის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს მყიდველს.
განახორციელოს საცალო/საბითუმო/აგენტის ფასდათმობისგან განხვავებული (დაბალი) ფასით რეალიზაცია ფინანსურ დირექტორთან შეთანხმებით;
საწყობთან კოორდინირებული მუშაობა.
ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
შესრულებული სამუშაოების დროს შექმნილი დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება;
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
კომუნიკაბელურობა;
თავაზიანობა;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
დისციპლინირებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი
ანაზღაურება:
ხელფასი ფიქსირებული 1200 ლარი.
ბონუსი 500-1300 ლარი.
ჯამური ხელფასი 1800-2500 ლარი
სამუშაო გრაფიკი:
კვირაში 5 სამუშაო დღე 8 სააათიანი გრაფიკით. ცვლებში 10-19 საათამდე და 13-22 საათამდე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://midea.selfrecruit.ge/s/y2dC
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.