Skip to main content
Back to all jobs

Midea

hr.ge

მაღაზიის მენეჯერის ასისტენტი

ბათუმიApply by 24 Nov 2026
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე. შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „მაღაზიის მენეჯერის ასისტენტის“ პოზიციაზე ბათუმში ფუნქცია-მოვალეობები: შოურუმის თანამშრომელთა მართვა, მათი სამუშაო პროცესის მართვა და გრაფიკების კონტროლი. კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; კონსულტანტებისთვის კომპანიის სტანდარტების და რეგულაციების გაცნობა; კონსულტანტების მიერ, სამუშაო პროცესში სწორი კონსულტირების მონიტორინგი და რეაგირება; შოურუმის ინტერიერში წესრიგის კონტროლი; შოურუმში პროდუქციის მერჩანდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა; შიდა აღწერების უზრუნველყოფა, ყოველთვიური ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა/კოორდინირება; ინვენტარიზაციის შედეგების ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება; კლიენტებისთვის თანხის დაბრუნების პროცესში კლიენტის დახმარება განაცხადის შევსების პროცესში და შევსებული განცხადების ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება; აქციების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი დამუშავება, კონსულტანტებისთვის მიწოდება; ვალდებულია სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას საშეღავათო ბარათების პროცენტული სარგებლის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს მყიდველს. განახორციელოს საცალო/საბითუმო/აგენტის ფასდათმობისგან განხვავებული (დაბალი) ფასით რეალიზაცია ფინანსურ დირექტორთან შეთანხმებით; საწყობთან კოორდინირებული მუშაობა. ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება; შესრულებული სამუშაოების დროს შექმნილი დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება; ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე); რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია); საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (სასურველია). პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა; თავაზიანობა; პასუხისმგებლობის გრძნობა; დისციპლინირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი ანაზღაურება: ხელფასი ფიქსირებული 1200 ლარი. ბონუსი 500-1300 ლარი. ჯამური ხელფასი 1800-2500 ლარი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 8 სააათიანი გრაფიკით. ცვლებში 10-19 საათამდე და 13-22 საათამდე. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://midea.selfrecruit.ge/s/y2dC

Source: hr.ge. Availability may change.