კომპანია
jobs.geგაყიდვების სპეციალისტი
ბოლო ვადა 17 დეკ 2026
გათბობა-გაგრილების იმპორტიორი კომპანია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას თბილისში.
ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის პროდუქციის პროფესიონალურ წარდგენას, კვალიფიციურ კონსულტაციას და საცალო გაყიდვების პროცესის ეფექტიან წარმართვას.
პოზიციაზე დასაქმებამდე გათვალისწინებულია შესაბამისი ტრენინგი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის ტექნიკური სპეციფიკაციების შესწავლა;
** პროდუქციის შერჩევის პროცესში მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** სასაქონლო ნაშთების კონტროლი, პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა და მარაგების დასაწყობება;
** შოურუმში არსებული მარაგების მუდმივი განახლება და სეგმენტაციის მიხედვით განთავსება;
** მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის შეგროვება, გასატანად მომზადება, სატრანსპორტო საშუალებამდე მიტანა და ჩატვირთვის უზრუნველყოფა შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ფლობა; (1C პროგრამის ცოდნა სასურველია).
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-დან 18:00-მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე;
** ანაზღაურება: 2000 ლარი (Net) + ბონუსი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი.
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** Fitpass-ი;
** კორპორაციული ნომერი;
** თანამშრომლის ფასდაკლება.
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: outsource.vacancy11@gmail.com და Subject-ში მიუთითოთ: გაყიდვების სპეციალისტი.
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.