Mycorner.ge
jobs.geგაყიდვების მენეჯერი
ბოლო ვადა 17 დეკ 2026
"Mycorner.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
Mycorner.geუძრავი ქონების კომპანიაა, რომელიც წლებია ექსკლუზიური მოდელით მუშაობს. ერთ სივრცეში ვთავაზობთ კლიენტებს ქონების ყიდვა-გაყიდვას, იურიდიულ მომსახურებას და საერთაშორისო სტანდარტით შეფასებას.
რას გთავაზობთ:
** მაღალ საბონუსე სისტემას;
** ექსკლუზიურ ობიექტებს, რაც ნიშნავს ნაკლებ კონკურენციას და მეტ დახურულ გარიგებას;
** სრულ იურიდიულ და ტექნიკურ მხარდაჭერას - თქვენ მხოლოდ გაყიდვაზე იქნებით ფოკუსირებული;
** მარკეტინგულ მხარდაჭერას;
** პროფესიულ განვითარებას და ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ გუნდს და კომფორტულ გარემოს.
სამუშაო პირობები:
მისამართი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. N44;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:30-18:00 (1 საათი შესვენება);
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
თქვენი ამოცანები:
** კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** საკუთარი კლიენტების ბაზისა და ობიექტების პორტფელის შექმნა;
** მოლაპარაკებების წარმართვა და გარიგების დახურვა.
ვის ვეძებთ:
** გაქვთ მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება გაყიდვებში;
** გაქვთ უმაღლესი განათლება ან ხართ ბოლო კურსის სტუდენტი;
** საკომუნიკაციო დონეზე ფლობთ ინგლისურ ენას;
** ხართ შედეგზე ორიენტირებული, ორგანიზებული და კომუნიკაბელური.
გსურთ მაღალი შემოსავალი და გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა?
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: info@mycorner.ge სათაურში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი"
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.