SekkeiPark
jobs.geსტაჟირება ბუღალტერიაში
ბოლო ვადა 17 დეკ 2026
კომპანია "SEKKEI PARK" აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით
კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში და აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ გამართულ ფუნქციონირებაში.
ვაკანსიის შესახებ:
** ანაზღაურება: 700 ლარი (NET);
** ხანგრძლივობა: 6 თვე;
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, (ორშაბათი-პარასკევი)
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9
ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება და დაარქივება;
** სხვადასხვა ბუღალტრულ ოპერაციებში ჩართულობა და მათი პროგრამულად ასახვა.
სტაჟირების ფარგლებში შეისწავლით:
** ბუღალტრული აღრიცხვის ზოგად პრინციპებს;
** საბუღალტრო პროგრამა "ბალანსში" მუშაობას;
** ფინანსური და არაფინანსური აქტივების, ასევე ვალდებულებების აღრიცხვას.
სურვილის შემთხვევაში, გექნებათ შესაძლებლობა:
** ჩაერთოთ საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში;
** მონაწილეობა მიიღოთ ფინანსური და მენეჯმენტური ანგარიშების მომზადებაში.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა - უპირატესობა მიენიჭება Excel-ის კარგად ფლობას;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარები და თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** დისციპლინა, ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა და ინიციატივიანობა;
** ინტერპერსონალური უნარები.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** პროფესიული განვითარება;
** სამედიცინო დაზღვევა 6 თვის შემდეგ.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და დიპლომის ასლი (დიპლომის არარსებობის შემთხვევაში გაგვიზიარეთ სასწავლო ბარათის ამონაწერი) ელექტრონულ მისამართზე: info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.