რესტორანი ეთნოგრაფი
jobs.geღონისძიებების მენეჯერი
ბოლო ვადა 17 დეკ 2026
რესტორანი "ეთნოგრაფი"-ის ადგილია, სადაც ტრადიციული ქართული სამზარეულო, ავთენტური გემოები და ჩვენებური სტუმარმასპინძლობა ერთად იყრის თავს თითოეული სტუმრის ღირსეულად გამასპინძლებისთვის.
რესტორანი "ეთნოგრაფი" აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
** სტუმრებთან ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** სტუმრებისთვის კონსულტაციის გაწევა მენიუს, მომსახურების პირობებისა და დამატებითი სერვისების შესახებ;
** ჯავშნების მიღება, მართვა და კოორდინაცია;
** რესტორნის შესაბამის დეპარტამენტთან მჭიდრო კომუნიკაცია და ინფორმაციის გაზიარება;
** ჯავშნების კალენდრის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** HORECA სექტორში მუშაობის გამოცდილება.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე: hr@ethnographer.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ღონისძიებების მენეჯერი".
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.