მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

აპექს დეველოპმენტი

jobs.ge

გაყიდვების ხელმძღვანელი

ბოლო ვადა 17 დეკ 2026
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "APEX Development" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე; შაბათი: 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებზე მიბმული საბონუსე სისტემა (კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად) პოზიციის მიზანი: გაყიდვებისა და შემოსავლების ზრდა, კომპანიის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და კომერციული პროცესების მართვა ძირითადი პასუხისმგებლობები: ** გაყიდვების ზრდის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, ახალი სამიზნე სეგმენტებისა და გაყიდვების არხების განვითარება; ** ყოველთვიური და კვარტალური გაყიდვების გეგმების მომზადება, შესრულების მონიტორინგი, გადახრების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; ** გაყიდვების გუნდის მართვა, მიზნების განსაზღვრა და შედეგების შეფასება; ** უძრავი ქონების პორტფელის კომერციული მართვა, საფასო და ფასდაკლებების პოლიტიკის განსაზღვრა და დებიტორული დავალიანებების დაფარვის მონიტორინგი; ** უძრავი ქონების ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა მოთხოვნის ანალიზი; ** ახალი პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობა და რეკომენდაციების მომზადება პროდუქტის კონცეფციის, ბინების ტიპოლოგიის, პოზიციონირებისა და საფასო პოლიტიკის შესახებ; ** ხელმძღვანელობისთვის კომერციული შედეგებისა და გეგმების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** უძრავი ქონების ან დეველოპერულ სექტორში კომერციული მიმართულების ან გაყიდვების მართვის გამოცდილება; ** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. მნიშვნელოვანი კომპეტენციები: ** სტრატეგიული ხედვა და კომერციული აზროვნება; ** მოლაპარაკებისა და ურთიერთობების მართვის ძლიერი უნარები; ** მონაცემების ანალიზისა და მათზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** გუნდის მართვის, პროცესების ორგანიზებისა და სხვადასხვა გუნდს შორის კოორდინაციის უნარი; ** პასუხისმგებლობა, სიზუსტე და შედეგზე ორიენტაცია.

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.