მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

იბერკომპანი

jobs.ge

ოფისის მენეჯერი

ბოლო ვადა 17 დეკ 2026
შპს "იბერკომპანი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული პროცესების მართვა; ** შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღება, დამუშავება და გადანაწილება; ** სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მართვა; ** შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება; ** საოფისე ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების აღრიცხვა და საჭირო მარაგების უზრუნველყოფა; ** დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივის წარმოება; ** სტუმრების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ** კომპანიის თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა; ** სხვადასხვა საოფისე და ორგანიზაციული საკითხის კოორდინაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება; ** საოფისე ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; ** ქართული ენის გამართული ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული მახასიათებლები: ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაბელურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: სამუშაო პირობები: ** მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 37ლ; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00; ** ანაზღაურება: 1 200 ლარი (ხელზე ასაღები). დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე s.burtikashvili@ibercompany.ge და წერილის დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ოფის მენეჯერი".

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.