მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

AllOne

jobs.ge

გაყიდვების მენეჯერი

ბოლო ვადა 16 დეკ 2026
"ALLONE" ქმნის ვებსაიტებს, ადმინისტრაციულ პანელებს, ონლაინ ჯავშნისა და გადახდის სისტემებს, მობილურ აპლიკაციებს და ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებს. ჩვენი კლიენტები არიან საქართველოს კომპანიები: სასტუმროები, სტუდიები, სავაჭრო და სამშენებლო კომპანიები, მომსახურების ბიზნესები. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც მოიძიებს ახალ კლიენტებს და დახურავს გარიგებებს. კომპანიის ვებგვერდი: https://allonelabs.com მდებარეობა: ქ. თბილისი, ბიზნეს ცენტრი "სითი თაუერი" სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირა დასვენება. სტუდენტებისთვის შესაძლებელია გრაფიკის მორგება უნივერსიტეტის განრიგზე. ანაზღაურება: 10% ყოველი დახურული გარიგებიდან + ბონუსები. აქტიური გაყიდვების წარმომადგენელი თვეში 2000-4000 ლარს გამოიმუშავებს, ზედა ზღვრის გარეშე. ძირითადი მოვალეობები: ** პოტენციური კლიენტების მოძიება (ზარები, შეტყობინებები, სოციალური ქსელები, შეხვედრები); ** ბიზნესის საჭიროებების გაგება და შესაბამისი გადაწყვეტის შეთავაზება; ** კომერციული შეთავაზებების მომზადება ჩვენი გუნდის დახმარებით; ** მოლაპარაკება და გარიგებების დახურვა; ** კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განმეორებითი გაყიდვები; ** გაყიდვების პროცესის აღრიცხვა CRM სისტემაში. მოთხოვნები: ** გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება უპირატესობაა; ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარი; ** თავდაჯერებულობა სატელეფონო ზარებსა და შეხვედრებზე; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური უპირატესობაა; ** ინტერესი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართ (ტექნიკური ცოდნა სავალდებულო არ არის). ჩვენ გთავაზობთ: ** 10% საკომისიოს ყოველი დახურული გარიგებიდან + ბონუსებს; ** შემოსავალს 2000-4000 ლარამდე თვეში აქტიური მუშაობისას, ზედა ზღვრის გარეშე; ** მზა კლიენტების ბაზას და შეთავაზებების შაბლონებს; ** სწავლას ვებ და AI პროდუქტების გაყიდვაში; ** მოქნილ გრაფიკს სტუდენტებისთვის; ** კარიერულ განვითარებას. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე careers@allonelabs.com. სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი".

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.