მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

დიო

jobs.ge

მარკეტინგის სპეციალისტი

ბოლო ვადა 16 დეკ 2026
სამშენებლო და სამრეწველო მასალების მწარმოებელი წამყვანი კომპანია "დიო", რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე 30 წელია წარმატებით საქმიანობს, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე (კრეატიული პროექტები და მარკეტინგული ღონისძიებები). კომპანია აერთიანებს 160-მდე თანამშრომელს (წარმოება, ადმინისტრაცია, სამონტაჟო ხაზი) და ფლობს რეგიონულ წარმომადგენლობებს ბათუმში, ქუთაისსა და თელავში. ვეძებთ კრეატიულ, ინიციატივიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელსაც უყვარს ახალი იდეების გენერირება, შეუძლია მათი საინტერესო სარეკლამო პროექტებად გარდაქმნა და განხორციელება. ახალი თანამშრომელი შეუერთდება ჩვენს მარკეტინგის გუნდს, რომელშიც მუშაობენ დიზაინერი და სოციალური მედიის მენეჯერი. გუნდთან ერთად ის მონაწილეობას მიიღებს კრეატიული კონცეფციების შემუშავებაში და პასუხისმგებელი იქნება მარკეტინგული პროექტებისა და ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაზე. კომპანია "დიო" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://dio.selfrecruit.ge/s/FBaID

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.