EPAM
jobs.geუფროსი AI აგენტების ინჟინერი, წამყვანი AI აგენტების ინჟინერი
ბოლო ვადა 16 დეკ 2026
1. "EPAM" ეძებს Senior AI Agent Engineer-ს, რომელიც შექმნის AI აგენტების სისტემებს. ეს სისტემები სტაბილურად უნდა მუშაობდეს რეალურ გარემოში და არა მხოლოდ დემოზე.
რას გააკეთებ:
** შექმნი და მართავ აგენტურ სისტემებს იდეიდან გაშვებამდე
** იმუშავებ უშუალოდ მომხმარებლებთან და მათ საჭიროებებს ტექნიკურ გადაწყვეტად აქცევ
** დამოუკიდებლად შეარჩევ ტექნიკურ მიდგომებს და დაეხმარები გუნდის წევრებს განვითარებაში
ვის ვეძებთ:
** 5+ წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში, მათ შორის მინიმუმ 1 წელი ენობრივ მოდელებზე (LLM) დაფუძნებულ აგენტებთან
** ღრუბლოვან AI სერვისებთან მუშაობის პრაქტიკა
** ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე
** პროგრამირების კონკრეტულ ენას არ ვზღუდავთ. მთავარია, კარგად იცოდე შენი ენა და სწრაფად ითვისებდე ახალს.
განცხადების სრულად ნახვა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე - https://epa.ms/ge-vacancy-ai-agent
2. "EPAM" ეძებს Lead AI Agent Engineer-ს, რომელიც უხელმძღვანელებს AI აგენტების სისტემების შექმნას და რეალურ გარემოში გაშვებას. ეს არის ტექნიკური ლიდერის როლი, სადაც არქიტექტურასა და გუნდის მართვასთან ერთად თავადაც წერ კოდს.
რას გააკეთებ:
** განსაზღვრავ სისტემის არქიტექტურას და გადაწყვეტის ტექნიკურ მიმართულებას
** იმუშავებ მომხმარებლებთან და მათ საჭიროებებს მკაფიო ამოცანებად აქცევ
** დაგეგმავ გუნდის სამუშაოს, გაანაწილებ პასუხისმგებლობებს და ხელს შეუწყობ ინჟინრების პროფესიულ ზრდას
** თავად შექმნი პროტოტიპებს და სისტემის მნიშვნელოვან ნაწილებს
ვის ვეძებთ:
** 5+ წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში, მათ შორის მინიმუმ 1 წელი ენობრივ მოდელებზე (LLM) დაფუძნებულ აგენტებთან
** გუნდის ტექნიკური ხელმძღვანელობის გამოცდილება
** ღრუბლოვან AI სერვისებთან მუშაობის სიღრმისეული ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე
პროგრამირების კონკრეტულ ენას არ ვზღუდავთ. მთავარია, კარგად იცოდე შენი ენა და სწრაფად ითვისებდე ახალს.
განცხადების სრულად ნახვა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე - https://epa.ms/ge-vacancy-lead-ai
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.