რეალ მოტორსი
jobs.geმძღოლ-დისტრიბუტორი
ბოლო ვადა 14 დეკ 2026
შპს "რეალ მოტორსი", ავტონაწილების საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის კომპანია, ეძებს მძღოლ-დისტრიბუტორს თბილისში სამუშაოდ.
თუ გაქვთ B კატეგორიის მართვის მოწმობა, კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობით ეკიდებით საქმეს, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საბითუმო კლიენტების მომსახურება თბილისის მასშტაბით;
** შეკვეთების მიღება და პროდუქციის მიწოდება;
** კლიენტებისთვის ახალი პროდუქციისა და შეთავაზებების გაცნობა;
** მოთხოვნადი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
** კლიენტების უკუკავშირის მიწოდება კომპანიისთვის.
აუცილებელი მოთხოვნები:
** სრული ზოგადი განათლება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და კომუნიკაციის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
** ავტონაწილების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ავტონაწილების კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება (Mann, SCT, FIL, MFilter და სხვა);
** MS Excel-ისა და Fina-ს საბაზისო ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი N3;
** გრაფიკი: კვირაში 6 დღე, დღეში საშუალოდ 5-6 საათი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან (საშუალოდ 1500-2000+ ლარი).
კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს:
** სამუშაო ავტომობილით;
** საწვავით;
** კორპორაციული სატელეფონო მომსახურებით.
რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: realmotorsi@yahoo.com
სათაურის ველში მიუთითეთ: "მძღოლი-დისტრიბუტორი".
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.