მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

კაფე გუდაურა

jobs.ge

მიმტანი

გუდაურიბოლო ვადა 13 დეკ 2026
კაფე "გუდაურა" ახალ გუდაურში, გონდოლების საბაგიროსთან ახლოს, აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების მეგობრული და მაღალხარისხიანი მომსახურება; ** მენიუს დეტალურად ცოდნა და სტუმრებისთვის არჩევანის გაკეთებაში დახმარება; ** შეკვეთების მიღება და მათი დროული მიწოდება; ** სამუშაო პროცესში მაგიდების მზაობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა. მოთხოვნები: ** აუცილებელია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური და რუსული ენები საკომუნიკაციო დონეზე); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ენერგიულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კომფორტული საცხოვრებლით უზრუნველყოფას; ** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს; ** სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი (სრული განაკვეთი / სეზონური); ** ანაზღაურება: 2000 ლარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 10 40 99

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.