დელფუდი
jobs.geHACCP-ის სპეციალისტი
ბოლო ვადა 13 დეკ 2026
კომპანია "დელფუდი" დასავლეთ საქართველოს რეგიონში აცხადებს ვაკანსიას HACCP-ის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** HACCP სისტემის დანერგვაში მონაწილეობის მიღება, მონიტორინგი და მუდმივი გაუმჯობესება;
** საწარმოო პროცესების, სანიტარული მდგომარეობისა და ჰიგიენური ნორმების მონიტორინგი;
** შიდა ინსპექტირებებისა და აუდიტების ჩატარება, დარღვევების გამოვლენა და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა;
** სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, განახლება და წარმოება;
** თანამშრომლებისთვის სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის საკითხებზე ტრენინგების ჩატარება;
** ნედლეულის, მზა პროდუქციისა და საწარმოო პროცესების შესაბამისობის კონტროლი;
** სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან კომუნიკაცია ინსპექტირების პროცესში;
** ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან დაკავშირებული რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება.
** პროდუქციის ეტიკეტირების სისწორისა და მოქმედ რეგულაციებთან შესაბამისობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, სურსათის უვნებლობის, ბიოლოგიის, ქიმიის ან მონათესავე მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი
გამოცდილება:
** HACCP-ისა და მოქმედი სურსათის უვნებლობის რეგულაციების ცოდნა;
** სასურველია ISO 22000-ის ცოდნა;
დამატებითი მოთხოვნა:
** მართვის მოწმობა;
** სასურველია პირადი ავტომობილის ფლობა,
პირობები:
** გრაფიკი - შეთანხმებით
** ანაზღაურება - 1500-2500 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე: HR@delfood.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (HACCP-ის სპეციალისტი) ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 599070899
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.