კ-მოტორსი
jobs.geიმპორტის მენეჯერი
ბოლო ვადა 13 დეკ 2026
კომპანია "კ-მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პარტნიორ ან პოტენციურ მომწოდებლებთან მუდმივი ურთიერთობა და პერიოდულად მოლაპარაკების პირობების განხილვა;
** ბაზრის მუდმივი კვლევა და ახალი მომწოდებლების/ბრენდის მოძიება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება;
** პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;
** იმპორტთან დაკავშირებული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა, კონტროლი;
** საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ავტონაწილების მინიმალურ დონეზე ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია შესაბამისი გამოცდილება.
საჭირო უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** სწავლისა და განვითარების სურვილი;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დისციპლინირებულობა;
** თავაზიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ინფორმაცია სამსახურის შესახებ:
** სტაჟირების პერიოდი: ანაზღაურება — 1700 ლარი თვეში;
** სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება;
** დასაქმების შემთხვევაში ხელფასი განისაზღვრება 2000 ლარით.
სამუშაო დრო და ფილიალის მისამართი:
** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-დან 18:00 საათამდე;
** შაბათი: 10:00-დან 17:00 საათამდე; თბილისი, სამგორი, ზ. იარაჯულის ქ. №29
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@k-motors.ge
გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია, გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
https://k-motors.ge/
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.