მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

მონტესორის ადრეული განვითარების ცენტრი

jobs.ge

ასისტენტ-პედაგოგი

ბოლო ვადა 13 დეკ 2026
Montessori ELC ეძებს მოტივირებულ, შემოქმედებით და პასუხისმგებლიან პედაგოგს ნახევარ განაკვეთზე, რომელიც ჩაატარებს საინტერესო, თამაშზე დაფუძნებულ სასწავლო სესიებს 1.5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ვაკანსია: მონტესორის ასისტენტ-პედაგოგი (ნახევარ ან სრულ განაკვეთზე) ადგილმდებარეობა: თბილისი, გ. ისაკაძის ქუჩა №53 ასაკობრივი ჯგუფი: 3 - 6 წლის ბავშვები სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, მინიმუმ 4 საათი, მაქსიმუმ 8 საათი დღეში ანაზღაურება: ნახევარ განაკვეთზე - 350 ლარიდან; სრულ განაკვეთზე - 750 ლარიდან ვის ვეძებთ: ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც გულწრფელად იზიარებს მონტეროსორის ღირებულებებს და პატივს სცემს მონტესორის მეთოდისა და ჰუმანურ, ბავშვზე ორიენტირებული განათლების პრინციპებს. გვჯერა, რომ ბავშვები საუკეთესოდ სწავლობენ პატივისცემასა და მზრუნველობაზე დაფუძნებულ გარემოში - შინაარსიანი გამოცდილების, თამაშის, კვლევისა და ურთიერთქმედების გზით. ძირითადი მოვალეობები: ** მონტესორის საგანმანათლებლო გარემოში მუშაობა 1.5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან; ** საინტერესო, სახალისო და ასაკისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ** რეალისტური მინიატიურული ფიგურების, სურათებიანი ბარათების, თითების თამაშების (fingerplays), ლექსების, სიმღერებისა და ტრადიციული თამაშების გამოყენება ბავშვების სწავლის პროცესის ხელშესაწყობად; ** სტრუქტურირებული თემატური სასწავლო პროგრამისა და გაკვეთილის გეგმის თანმიმდევრულად დაცვა; ** თითოეული სესიისთვის საჭირო მასალების დამოუკიდებლად მოძიება, შერჩევა და მომზადება; ** აქტივობების ადაპტირება ბავშვების განვითარების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, თემატური გეგმის მიზნების შენარჩუნებით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გულწრფელი ინტერესი მონტესორის განათლებისა და ჰუმანური პედაგოგიური მიდგომების მიმართ; ** 1.5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (ძალიან სასურველია); ** შემოქმედებითობა, ინიციატივის გამოჩენა და თამაშის გზით სწავლის პროცესის საინტერესოდ წარმართვის უნარი; ** მაღალი ორგანიზებულობა და თემატური გეგმის თანმიმდევრულად შესრულების უნარი; ** სასწავლო მასალების დამოუკიდებლად მოძიების, შერჩევისა და მომზადების უნარი; ** Native speakers მიენიჭებათ მნიშვნელოვანი უპირატესობა - აპლიკანტმა განაცხადში უნდა მიუთითოს მშობლიური ენა, ასევე რუსული და ინგლისური ენების ფლობის დონე. რას გთავაზობთ: ** თბილ, პატივისცემაზე დაფუძნებულ და ბავშვზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს; ** შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ბავშვების სწავლასა და განვითარებაში; ** ნახევარ ან სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობას; ** ყოველთვიურ ანაზღაურებას. როგორ გამოგვეხმაუროთ: გაიგეთ მეტი Montessori ELC-ის შესახებ ჩვენს Instagram გვერდზე: https://www.instagram.com/montessori.tbilisi დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: lavrovesk@gmail.com რომელშიც მოკლედ იქნება აღწერილი თქვენს შესახებ ინფორმაცია, რელევანტური სამუშაო გამოცდილება და ენების ცოდნის დონე - როგორც მშობლიური, ასევე რუსული და ინგლისური ენების ფლობის დონე. სათაურის ველში მიუთითეთ: მონტესორის ასისტენტ-პედაგოგი (ნახევარ ან სრულ განაკვეთზე).

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.