როშე გუდაური
jobs.geრესტორნის სუპერვაიზერი
გუდაურიბოლო ვადა 13 დეკ 2026
სასტუმრო "როშე გუდაური" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და კონტროლი.
** მომსახურე პერსონალის სამუშაო პროცესის ორგანიზება, დავალებების განაწილება და გრაფიკების კონტროლი.
** სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და სერვისის სტანდარტების დაცვა.
** სტუმრების მოთხოვნებისა და საჩივრების დროული და ეფექტური მართვა.
** დარბაზის სისუფთავის, წესრიგისა და მზადყოფნის კონტროლი.
** შეკვეთების დროული და სწორად შესრულების მონიტორინგი.
** მარაგების კონტროლი და საჭირო პროდუქციის დროული შევსების უზრუნველყოფა.
** თანამშრომელთა გადამზადება და მათი მუშაობის შეფასება.
** ცვლის გახსნისა და დახურვის პროცედურების შესრულება.
** რესტორნის მენეჯერისთვის ყოველდღიური საქმიანობის შესახებ ანგარიშგება.
კვებასა და საცხოვრებელს უზრუნველყოფს სასტუმრო.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მეილზე info@roshegudauri.ge და subject-ის ველში მიუთითოთ პოზიცია.
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.