საქართველოს ეროვნული მუზეუმი
jobs.geმეთვალყურე
ბოლო ვადა 13 დეკ 2026
სსიპ - "საქართველოს ეროვნული მუზეუმის" გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი აცხადებს ვაკანსიას მეთვალყურის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ადგილების რაოდენობა - 1;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** სამუშაო გრაფიკი: დასაქმებული მუშაობს კვირაში 5 დღე (დასვენების დღე - ორშაბათი და კვირის რომელიმე დღე არჩევით);
** სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: 1100 (ათას ასი) ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კუს ტბის ასახვევი N1.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
** სასურველია მუზეუმის სპეციფიკის შესაბამისი ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ექსპონატ-ნაგებობისა და მასში განთავსებული ექსპონატების მოვლა-პატრონობა;
** მუზეუმის ვიზიტორების მეთვალყურეობა და მუზეუმში დადგენილი წესების დაცვის კონტროლი;
** დამთვალიერებლებისთვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდება მუზეუმის ისტორიისა და ექსპონატების შესახებ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrgnmuseum@gmail.com
გთხოვთ, აღწერაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.