PepsiCo
jobs.geუფროსი ბუღალტერ-ანალიტიკოსი
ბოლო ვადა 15 დეკ 2026
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს უფროსი ბუღალტერ-ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** აქტივების აღრიცხვის და მართვის პროცესის განხორციელება, ზედამხედველობა და სწორი აღრიცხვის უზრუნველყოფა კომპანიის პოლიტიკისა და US GAAP-ის შესაბამისად;
** მარაგების, საქონლის და ძირითადი საშუალებების და მათი ხარჯების აღრიცხვის ეფექტური განხორციელება და ზედამხედველობა;
** წარმოებული, იმპორტირებული საქონლის/მარაგების და ძირითადი საშუალებების ფინანსური მონაცემების დროული დამუშავება და წარდგენა მენეჯმენტისთვის;
** ფინანსური ანგარიშგების პროცესების და სააღრიცხვო სისტემების ზედამხედველობა გაყიდული საქონლის ღირებულების, მარაგებისა, ძირითადი საშუალებების და მათი გადასახდელი თანხების ნაწილში;
** მენეჯმენტისთვის სხვადასხვა ტიპის და ფორმის ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
** აქტიური მონაწილეობა ინიციატივებსა და პროექტებში, სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელობა და პროცესების ლიდერობა;
** თვის დახურვის პროცესების ეფექტურად და დროულად უზრუნველყოფა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;
** პროცესების შესაბამისი კონტროლების შესრულების ეფექტურობის უზრუნველყოფა;
** გუნდის წევრების განვითარებაზე ზრუნვა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა.
კანდიდატის პროფილი:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან აუდიტის მიმართულებით, ACCA კვალიფიკაცია სასურველია;
** 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიზის/საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით;
** MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით Excel; სასურველია 1С;
** სასურველია IFRS და მენეჯერული ანგარიშგების/აღრიცხვის ცოდნა;
** წარმოების პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური აზროვნების ძლიერი უნარი;
** ქართული ენის ცოდნა თავისუფლად; რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა ძალიან კარგად;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ძლიერი მოტივაცია, დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა;
** ენერგიულობა, ინიციატივის და პროცესის ლიდერობის წარმოჩენა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ?
** გუნდისა და ხელმძღვანელთა მუდმივი მხარდაჭერა;
** კონკურენტული ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტი: ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება;
** სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50%-იანი თანადაფინანსება შერჩეულ ბენეფიტზე;
** კეთილდღეობისა და work-life balance მხარდამჭერი პროგრამები;
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, მ/ს ტექნიკური უნივერსიტეტი).
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა, სრული განაკვეთი (40 სთ კვირაში), ჰიბრიდული.
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ბმულზე 15 დეკემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.