მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

მედ-დიაგნოსტიკა

jobs.ge

ლაბორანტი

ბოლო ვადა 12 დეკ 2026
მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკა" 2020 წელს დაარსდა. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტის მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები, ასევე კლინიკური და ბაქტერიოლოგიური ანალიზები, "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს სთავაზობს სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას: 2000-მდე ბიოქიმიურ და სისხლის ანალიზს. "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ნოდარ ბოხუას I შესახვევი N8; სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ანაზღაურება: 1000 ლარი (NET) ფუნქცია-მოვალეობები: ** ლაბორატორიის ყველა მიმართულებაში არსებული ანალიზატორების სრული ოპერატორული და ფუნქციური მომსახურების უზრუნველყოფა; ** კალიბრაციის და შიდალაბორატორიული კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად დადგენილი პროცედურის მიხედვით; ** ხარისხის გარე კონტროლის პროცედურების შესრულება და შედეგების ონლაინ პლატფორმაზე ატვირთვა; შედეგების სტატისტიკური ანალიზის ჯგუფური განხილვა, არავალიდური გადახრების ანალიზი, პოტენციური მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრის პროცედურების განხორციელება; ** ოპერატორული მოვლის "maintenance" პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის კალენდრის მიხედვით და შესაბამისი დოკუმენტირება აღრიცხვის ფორმაში; ** საანალიზო პროცედურების შესრულება დროულად და ხარისხიანად; ** გამოკვლევის შედეგების დამუშავება, შესაბამისობის კონტროლი და ვალიდაცია ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში; ** რეაქტივები, საკალიბრო მასალების და საკონტროლო ხსნარების ვადების ქრონოლოგიის მკაცრი დაცვა; მარაგების თვალყურის მიდევნება; მარაგების მართვის სპეციალისტთან ერთად მარაგების აღწერების პროცესების უზრუნველყოფა და წარმოშობილი აუცილებლობების იდენტიფიცირება და მონიტორინგი; ** სამუშაო პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემური საკითხის განხილვა ლაბორატორიის ადმინისტრაციულ გუნდთან; ** შიდა პროცედურებში განსაზღვრული მოვალეობების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება - ბიოლოგიის/მედიცინის განხრით; ** ლაბორატორიული პროცესის ეტაპების სრულყოფილი ცოდნა. ანალიზური და პოსტანალიზური პროცედურების უზრუნველყოფა; ** პროფესიული საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** კომუნიკაბელური. შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეს გადარჩევა; ** ინდივიდუალური გასაუბრება. ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.